17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ქალები, რომლებიც გიჟებად გამოაცხადეს - მრევლის ნაწილი ამტკიცებს, რომ სიონის ტაძრის სასულიერო პირები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბრალდებები სიონის ტაძრის წინამძღვრის მიმათ - სასულიერო აკადემიის სტუდენტების შემდეგ, გიორგი ზვიადაძეს და ტაძრის სხვა მოძღვრებს, ცემაში მრევლიც ადანაშაულებს.

მარინე ვანიანი ჰყვება, რომ სიონის წინამძღვართან სიტყვიერი შელაპარაკება მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. მოწყალების მთხოვნელი ქალი ამბობს, რომ პოტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სახალხოდ ეკლესიის ეზოში დაარტყა. სცემეს სხვა მღვდლებმაც. ქალი იხსენებს, რომ სასულიერო პირების გაღიზიანება ეკლესიის ეზოში მისმა ხმამაღალმა საუბარმა და მოწყალების სხვა მთხოვნელებთან ხშირმა კამათმა გამოიწვია.

მარინე ვანიანი ჰყვება, რომ მან პოლიციასაც მიმართა თუმცა სამართალდამცავებმა არ მოუსმინეს.

გიორგი ზვიადაძემ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. სიონის საკათედრო ტაძრისა და სასულიერო სემინარიის რექტორის წინააღმდეგ გაჟღერებული შესაძლო ძალადობის ფაქტები ახალი ამბავი არ არის. ბოლო რამდენიმე თვეა მამა გიორგი ზვიადაძეს, ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასა და შეურაცხყოფაში, მისი ყოფილი სტუდენტებიც ადანაშაულებენ.

თუმცა ის ერთადერთი არ არის სიონის ტაძარში ვისაც ძალადობაში ადანაშაულებენ. ამავე ტაძრის კიდევ ერთ სასულიერო პირის გიორგი სამანაშვილის მხრიდან ცემაზე ლალი გიორგაძეც საუბრობს, რომელიც ეკლესიის გვერდით ნაქირავებ ოთახში მარტო ცხოვრობს. ის 30 წლის განმავლობაში სიონის ტაძრის მრევლი იყო. ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც სასულიერო პირები დასცინიან.

სიონის საკათედრო ტაძრის კიდევ ერთ მოძღვარს - ცემაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ლალი გიორგაძე ტაძრის გვერდით ნაქირავებ ოთახში მარტო ცხოვრობს. 30 წლის განმავლობაში სიონის ტაძრის მრევლი იყო. ამბობს, რომ ჯანმთელობის პრობლემები აქვს, ეკლესიაში დასცინეს. დახმარებისთვის ტაძრის წინამძღვარს მიმართა - ქალის მონათხრობის მიხედვით კი მოვლენები ასე განვითარდა.

მამა გიორგი სანამაშვილი ფიზიკურ ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. ბრალდებებს კი ისევ მისი უკვე ყოფილი სულიერი შვილის ჯანმრთელობას უკავშირებს. 

დღის ამბები