19 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ სამი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეამ სამი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა. ისინი სასჯელს კოლონიაში ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის იხდიდნენ. მათი საპატიმროდან გათავისუფლება კი მაიკ პომპეოს ფხენიანში ვიზიტს დაემთხვა.

ყოფილი ტყვეები მასთან ერთად უკვე შეერთებულ შტატებში ბრუნდებიან. სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეაში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის თარიღის შესათანხმებლად იმყოფებოდა.

მოლაპარაკებების ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ სამიტი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება.

დღის ამბები