მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევიდან, რასაც 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი წელი გავიდა. ტყიბულში გარდაცვლილთა პატივსაცემად სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში გასული წლის 9 მაისს მოხდა. ერთ-ერთ უბანზე მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ.
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა კი მინდელის შახტში ერთი თვის წინ მოხდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი 3 კი დაშავდა.