დიდ დიღომში ორი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ავტომობილები უფუნქციო იყო და ისინი პროფილაქტიკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.
ტერიტორიაზე სახანძრო და საპატრულო სამსახურები იყო მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზების უცნობია.