26 სექტემბერი 2022,   22:17
ვრცლად
ეს უფრო იყო თვალსაჩინოებისთვის დადგმული სპეცოპერაცია, რათა შსს-ს რაღაც ძალის დემონსტრირება მოეხდინა - ზაალ უდუმაშვილი

„ეს უფრო იყო თვალსაჩინოებისთვის დადგმული სპეცოპერაცია, რათა რაღაც ძალის დემონსტრირება მოეხდინა შსს-ს,“ -  ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს.

ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ შსს-ს რეალურად არაფერი გაუკეთებია იმ მომაკვდინებელი ნარკოტიკის გავრცელების წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ებრძვის ან არ ებრძვის რეალურად იმ მომაკვდინებელ ნარკოტიკს, რომელმაც უახლოეს დღეებში რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ამის სანაცვლოდ განახორციელა შტურმი თბილისის კლუბებზე და ეს უფრო იყო თვალსაჩინოებისთვის დადგმული სპეცოპერაცია, რათა რაღაც ძალის დემონსტრირება მოეხდინა შსს-ს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ ღამით თბილისის კლუბებში სპეცოპერაციები ჩატარდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის ბრალდებით 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დღის ამბები