"დებატები" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად - საჯარო დიალოგი, რომელიც ტელეეთერს უბრუნდება, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი, რათა მაყურებელმა განსხვავებული პოზიციები ერთ სივრცეში მოისმინოს.
არხი, რომელიც მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრშია, მოვლენათა ეპიცენტრი თავად ხდება. ერთი სივრცე და ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები - საჯარო დებატებს, რომელმაც პოლარიზაციას წერტილი უნდა დაუსვას, ამიერიდან "რუსთავი 2" უმასპინძლებს.
"რუსთავი 2" ქმნის პლატფორმას, სადაც განსხვავებული აზრები და არგუმენტები ერთმანეთს ერთ მაგიდასთან შეხვდება და საჯაროდ დაუპირისპირდება.
ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე მოისმენთ და ნახავთ, როგორ ყალიბდება პოლიტიკური პოზიცია.