29 იანვარი 2022,   08:04
ვრცლად
"სამოქალაქო ომით გვემუქრებოდნენ ნარკომოვაჭრეების და ლგბტ-ს დამცველები, რასაც არ დავუშვებთ"-კონტრაქცია "თეთრი ხმაურის" წინააღმდეგ

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის წინააღმდეგ კონტრაქციას აწყობს.  მოძრაობის წევრები დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ამ წუთებში ისინი ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით მიემართებიან. კონტრაქციის მონაწილეებს სახეზე პირბადეები უკეთიათ, თუმცა მათ ლიდერს არ განუმარტავს რატომ მალავენ ისინი სახეებს.  გიორგი ჭელიძემ თქვა მხოლოდ ის, რომ გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ადგილი ჰქონდა უზნეობის დაცვას, რასაც „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“ არ დაუშვებს.

„პირდაპირ სამოქალაქო ომით და დაპირისპირებით გვემუქრებოდნენ ნარკომოვაჭრეების დამცველები და ლგბტ-ს დამცველები, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ,“-განაცხადა გიორგი ჭელიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი შინაარსის აქციების გამართვას რუსთაველის გამზირზე არ დაუშვებს. 

შეგახსენებეთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე "თეთრი ხმაურის მოძრაობა" აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ რომ პოლიციური მმართველობის სისტემა საქართველოში უნდა დასრულდეს. 

დღის ამბები