26 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ცენზურის დაწესების მცდელობა - საპატრიარქოს მიერ "რუსთავი 2-სთვის" ბოიკოტის გამოცხადებას მესამე სექტორი გმობს

არასამთავრობო სექტორი საქართველოს საპატრიარქოს მიერ "რუსთავი 2"-ისთვის" ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, საპატრიარქოს განცხადება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილის თქმით, საპატრიარქოს განცხადება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯია.

„რაც არ უნდა კრიტიკული და მიუღებელი უნდა იყოს ჟურნალისტის ტექსტი და მტკივნეული სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, დაუშვებელია, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს. საპატრიარქო კი ამ განცხადებით, სწორედ აქეთკენ არის მიმართული, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს განცხადება ფაქტობრივად აგრესიის სამიზნედ აქცევს ჟურნალისტს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ წამყვანს, არამედ მთლიანად ტელეკომპანიას  და იქ მომუშავე ადამიანებს, ეს კი რა სახიფათოც არის ჩვენ უკვე ვნახეთ,“ - განაცხადა ძველიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ საპატრიარქომ განცხადებაში ხელისუფლებას კონსტიტუციაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

„საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ უარი თქვას კონსტიტუციაზე და ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტებზე, რომელიც აღიარებულია დასავლეთში, რომელიც განმტკიცებულია ჩვენთან ჩვენი კონსტიტუციით.. იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება ამას, რაც განცხადებაში წერია გაითვალისწინებს, ეს ნიშნავს, იმას, რომ სახელად დაგვრჩება საქართველო და შეიძლება გავხდეთ ირანი,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი სახელმწიფო სისტემების აღრევა ხდება. მას არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება რელიგიურ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს განცხადება დაპირისპირების გაღვივების რისკებს შეიცავს, რაც მიუღებელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს განცხადება იმ სასულიერო პირების მიმართაც არის მიმართული, რომლებიც საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, თუნდაც, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. სალაძის თქმით, „რუსთავი 2-ზე“ ხმაურდება სწორედაც, რომ პრობლემური საკითხები.

ამავე თემაზე
დღის ამბები