ვაკის აქციას ცოტა ხნის წინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი შეუერთდა. მღვდლების სახელით განცხადება მამა დავით ისაკაძემ გააკეთა. მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მარგინალების შეკრება უწოდა. მან „რუსთავი 2“ „სიცრუის მანქანად" მოიხსენია.
„ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ რუსთაველზე ახლა მიმდინარეობს პარალელური აქცია. თუმცა ჩვენს შეკრებას მე აქციას ვერ დავარქმევ, რადგან ეს არის საზოგადოების ყრილობა, რომელიც გამოხატავს პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. არის საზოგადოების ფართო სპექტრი შეკრებილი, რომელსაც გააჩნია საკუთარი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა გთხოვოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ნერვიულობთ, თუ რას ამბობს „რუსთავი 2,“ რას აცხადებენ იმ მარგინალურ პოლიტიზებულ აქციაზე. მინდა გთხოვოთ, რომ არანაირი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გააკეთოთ და არ ინერვიულოთ. ეს იქნება ჩვენი სისუსტე, თუ ჩვენ მათ პასუხს გავცემთ და თავის მართლების რეჟიმში ჩავდგებით. „რუსთავი 2“ სიცრუის მანქანაა, ხოლო „რუსთავი 2“ არის რუპორი ფაშისტური ორგანზიაციების - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“. ნუ ნერვიულობთ, სიმართლე ჩვენ მხარესაა,“- განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.