17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ვაკის აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს

ვაკის აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ულტმატურმი წაუყენეს რომლის თანახმად, თუ ხვალ 15:00 საათამდე მათ პრემიერი კვირიკაშვილი არ შეხვდება, მაშინ ვაკის აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და გამოცხადდება მობილიზაცია. მიმართვის ტექსტზე დღეს ვაკეში შეკრებულებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. კვირიკაშვილის სახელზე შედგენილ ღია წერილში ვკითხულობთ:

"1. დაუყონებლივ მოაწყოთ შეხვედრა ვაკის პარკის აქციის ორგანიზატორებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად გაეცეს პასუხი საზოგადეობაში არსებულ არაერთ შეკითხვას;

2. შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პირებისგან;

3. სასწრაფოდ დაკავებულ იქნას ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობდა გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვას."

 

 

დღის ამბები