ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, დავით სარალიძე, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო დღეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ზაზა სარალიძე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ სასადილოს ინცინდენტში მონაწილე პატრულები მინიმუმ სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ.
ზაზა სარალიძეს მიაჩნია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს არ გაუჭირდებათ სასადილოს ინცინდენტში მონაწილე პოლიციელების იდენტიფიცირება.
სარალიძის მტკიცებით, პოლიცია ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი მაგიდის წევრებზე ძალადობის მომენტში ისინი მოსამართლის განკარგულებას ასრულებდნენ.
ზაზა სარალიძე გენერალურ ინსპექციაში დღეს ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ნესტან ლონდარიძეს მიაჩნია, რომ მათი განცხადებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმ ინცინდენტში მონაწილე პოლიციელებსაც გამოკითხავენ, შეისწავლიან კადრებს და სასამართლოდან გამოთხოვილ ინფორმაციას. ამის შემდეგ კი გადაწყვეტენ, გადაამეტეს თუ არა პატრულ-ინსპექტორებმა უფლებამოსილებას.
ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოს სასადილოში მოხდა, სადაც ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავასთან ერთად იმყოფებოდა.