17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
„დღეს შარდით დარბის სისტემა და ეს სისტემა არის ხელისუფლება, ამიტომ სისტემა უნდა დაინგრეს“ - ლევან სამუშია

„დღეს შარდით დარბის სისტემა და ეს სისტემა არის ხელისუფლება. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს,“ - ამის შესახებ განცხადება თავისუფალი დემოკრატების  წევრმა, ლევან სამუშიამ, გააკეთა.

მისი თქმით, თუ წინა ხელისუფლების დროს პრობლემა იყო ცოცხები, ახლა გაჩნდა შარდი.

საუბარია  ვიდეოზე, რომელშიც ერთ-ერთი მოქალაქე სახეზე შარდს ისვამს, შემდეგ კი მარნეულის მერს ბოდიშს უხდის. ეს მოქალაქე მანამდე ზაზა სარალიძის მხარდამჭერს აქციაში მონაწილებდა და მან სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მერს აგინა. წყარო ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ქმედებისთვის ის ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დასაჯეს.

ლევან სამუშია ასევე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, წავა თუ არა პრემიერ-მინისტრი.

კვირკაშვილების რიგი უდგას ქართულ ოცნებას“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ის ამბობს, რომ გამოსავალი სისტემის ჩამოშლაა.

მან "გმირობა" უწოდა ზაზა სარალიძის ყველა ნაბიჯს და თქვა, რომ მისი ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

„მინდა, შეგახსენოთ წინა ხელისუფლების მთავარი დამღა. როგორ წარმოგიდგენიათ ირინა ენუქიძეს რომ უარი ეთქვა სამართლებრივ ბრძოლაზე, იმ უკუღმართ სისტემაში ევროპის სასამართლო დააყენებდა იმ გადაწყვეტილებას? ჩვენ დღეს ვისაუბრებდით მურუსიძეებზე? აქედან გამომდინარე, ყოველთვის აქვს სამართლებრივ ბრძოლას აზრი,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები