20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
გველოდე ყვარყვარე, მოვდივართ!..სულ მალე ყველაფერი დამთავრდება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერის გადადგომას ეხმაურება და ივანიშვილს მიმართავს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შეიცვალოს სახე, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან მისი თქმით, ივანიშვილს ქართველი ხალხი ყველა საქმეზე მოსთხოვს პასუხს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა, ივანიშვილი ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად. როგორც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს იურიდიული პრობლემები აქვს დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში და პრეზიდენტად არჩევა მისთვის მომდევნო ექვსწლიანი გარანტია იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში საუბრისას ისიც განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ ყველაფერზე იყო წამსვლელი.   

"გუშინ ივანიშვილმა მოთხოვა კვირიკაშვილს გადადგომა და კვირიკაშვილმა ბატონს უთხრა უარი, მაგრამ როგორც ჩანს საღამოს იხილა კადრები ოცნების აქტივისტების შარდით დამუშავების. ჩაიხედა სარკეში, შეეცოდა თავის სახე. მშვენივრად იცის რომ ივანიშვილი ყველაფრის გამკეთებელია და მის მონებს იმავე პროცედურის ჩატარება არ დაენანებოდა და გადაწყვიტა, რომ ოლიგარქის ექსკრამენტები არ არის მისი სახისთვის სასარგებლო და გაიძურწა უკანა კარებიდან.

მთავარი არის,რომ ჩვენ დავინახეთ ხალხის ძალა. ეს ბატონყმობა, ეს მონობა უნდა დასრულდეს, სანამდე უნდა ვემონოთ ვიღაც გაუნათლებელ, ბნელ, მახინჯ, ერთუჯრედიან ოლიგარქს. მერე რა, რომ მილიარდერია და კიდევ მილიარდებს გვპარავს . ჩვენ ვართ ამაყი ერი, ეს დამცირება უნდა დასრულდეს. ხალხის თავზე დაწუწვა და შარდის სახეში შესხმა უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი რომ ეს არის ჟუჟუნა წვიმა.

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ყვარყვარე, რამდენი სახელიც და გვარიც არ უნდა შეიცვალო, რა სახელიც არ უნდა დაირქვა, როგორი კანიც არ უნდა გამოიცვალო, პითონი კაა ახლა იცვლის კანს და ახალი კანით უნდა მოგვევლინოს. 

ყვარყვარე, აუცილებლად მოგადგება ქართველი ხალხი შენს საკარმიდამოში, აუცილებლად დაიბრუნებს თავის ქონებას, დაიბრუნებს თავის ქვეყანას. ნამდვილად არ გაგიშვებს და არ მოგცემს საშუალებას გაიპარო ქვეყნიდან, გაიძურწო და უკანა კარიდან გახვიდე, როგორც შენი მორიგი პრემიერი. ასე რომ გველოდე, ყვარყვარე! მოვდივართ, დაგვხვდი და ყველაფერს მიეჩინება თავის ადგილი.

დავინახეთ ხალხის ძალა სულ მალე ყველაფერი დასრულდება. ივანიშვილმადე ჩვენ გვრჩება ნახევარი ნაბიჯი. ახლაა საჭირო მობილიზება .ოპოზიციის ერთად დგომა და საქართველოს დაბრუნება განვითარების გზაზე...ქართველ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ქვეყანა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა პრემიერის გადაყენება იჩქარა, რადგან ცდილობს "შარდის სკანდალი" გადაფაროს. სააკაშვილი ამბობს, რომ გოგაშვილი და სუსი ჩართული იყო ადამიანის დამცირებასა და ხალხის დაშინებაში და ეს ყველაფერი "ივანიშვილის საყვარელი მერის" მიერ არის ორგანიზებული.  ე.წ. "შარდის სკანდალი" ეს მხოლოდ ერთი ცალკეული ფაქტია, სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ჩართულია სხვა ბევრ დანაშაულებრივ სქემაში და ეს ძალიან მალე დასრულდება.   

დღის ამბები