მამუკა ბახტაძე, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ მან პირველი დახურული შეხვედრა გამართა.
მამუკა ბახტაძემ და ტაკეჰიო ნაკაომ საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივ თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.
„აზიის განვითარების ბანკის მთავარი მიზანი არის საქართველოს ინფრასტრუქტურული ფორმირება და სასურველ ნიშნულამდე განვითარება, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და როგორც მთავარი პრიორიტეტი, საქართველოში სიღარიბის დაძლევა.ჩვენ გვაქვს აზიის განვითარების ბანკის სრული მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში,ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. ამ მიმართულებებით აზიის განვითარების ბანკი პირდაპირ პასუხობს ჩვენს გამოწვევებს და გვეხმარება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
მომავალი პრემიერი ხაზს ტაკეჰიო ნაკაო ვიზიტს მნიშვნელობას უსვამს.