17 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
მავრობისთვის მიცემული ვადა ე.წ. ოთხოზორია ტატუნაშვილის საქმეზე ამოიწურა

მთავრობას პარლამენტისთვის ე.წ. ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის წარსადგენად მიცემული ვადა ამოეწურა. უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ სია მზად არის, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო მთავრობის სხდომის მოწვევა ვერ მოერხდა. ნაწილი კი განმარტებებს მთავრობისგან ელოდება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნები“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ სიის წარდგენის დაგვიანების მიზეზი, ახალი მტავრობის დაკომპლექტბაა. 

„იძულებულები გახდნენ დაელოდონ ახალი მთავრობის სხდომას და ამის შემდეგ გადმოაგზავნონ სია, ყოველშემთხვევაში პრეტენზია იმაზე, რომ მანამდეც შეეძლოთ სია გამოეგზავნათ არის აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტური,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი თვლის, რომ მთავრობას სიის გადმოგზავნის დაგვიანების ობიექტური მიზეზები აქვს.

დღის ამბები