ავთო აბესლამიძის საერთაშორისო წარმატება - ქართველი მომღერალი ”Voice of Astana-ს” გამარჯვებულია. 20 ქვეყნის კონკურსანტს შორის მან ჟიურის მაქსიმალური შეფასება მიიღო და სამშობლოში კიდევ ერთი გრანპრით დაბრუნდა.
ახლა უკვე გრანპრის მფლობელს, რამდენიმე დღის წინ ვერც კი წარმოედგინა, რომ კონკურსის გამარჯვებული გახდებოდა და ჟიურის კომპეტენტური წევრების - ევროვიზიის დირექტორის, ასტანის მერის, ასევე ცნობილი მომღერლებისა და პროდიუსერების მოწონებას დაიმსახურებდა.
”Voice of Astana”-ს გამარჯვებულს ყაზახურ კონკურსში მონაწილეობის რეკომენდაცია ”აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის” დამფუძნებლებმა გაუწიეს. სწორედ ამ სახელწოდების საერთაშორისო კონკურსი წელს ბათუმში პირველად ჩატარდება და ავთო აბესლამიძე საქართველოს წარმომადგენელი იქნება.