17 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
სადაო მერანი - ძეგლი, რომელიც ემიგრანტების შეკვეთით დამზადდა, კვლავ საწყობში ინახება

თვეზე მეტია, დასადგმელად გამზადებული მერანის ძეგლი საწყობში ინახება. ქანდაკება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. მისი იდეა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ეკუთვნის.

ძეგლი სიმბოლურად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე უნდა გახსნილიყო, თუმცა, ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს პედისტალი ცარიელი დახვდათ. უკვე ერთი თვეა, სახელმწიფო უწყებებმა ვერ გაარკვიეს, ვინ არის დამნაშავე ძეგლის გახსნის დაგვიანებაში.

მერანი სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის ბაღში უნდა აღმართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ძეგლის დადგმამდე შესასრულებელი ტექნიკური სამუშაოები.

სახელმწიფო უწყებები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ძეგლის დადგმის საკითხი მერიაში მოგვარებულია. ბიუროკრატიული პროცედურების გაჭიანურება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაბრალდა, თუმცა, უწყებაში გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობას ისევ მერიას აკისრებენ. 

დღის ამბები