17 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ტყუილებს იძახიან პროკურორიები - ელენე ხოშტარია

„ვერაფრით ვერ გამოვა ამ კომისიის ფარგლებში ვიწრო პარტიული არგუმენტებით საუბარი. ორი დღეა, კომისია მუშაობს და რა პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, კონკრეტული კითხვები გვაქვს კონკრეტული არგუმენტებით,“ - ეს განცხადება ელენე ხოშტარიამ მმართველი გუნდის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ევროპული საქართველოს წინასწარი დასკვნების გაკეთებაში დაადანაშაულა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე წინასწარი ვერსიები არ არსებობს და ეს ნათელია ყველასთვის.  

„არანაირი წინასწარი განზრახული ვერსიები, რომელიც ჩვენ შეიძლება, პოლიტიკურად გვაწყობდეს ან არ გვაწყობდეს, არ არსებობს ასეთი ვერსიები. ყველაფერი ხდება პირდაპირ ეთერში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს წევრმა საქმეში არსებულ არა ერთ ხარვეზზე ისაუბრა, მათ შორის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე, რომელიც, მისი თქმით, ამოღებული არ არის.

მისივე თქმით, გამოძიებამ თვითმხილველები მკვლელობიდან მხოლოდ მესამე დღეს დაკითხეს. მათ შორის ის ხალხი, რომლებმაც მკვლელობის დღეს მედიის წარმომადგენლებს მისცეს ინტერვიუ და დეტალურად აღწერეს მომხდარი.

ელენე ხოშტარია ასევე საუბრობს ნივთმტკიცებების გაყალბებაზე და ამბობს, რომ პროკურორები სამარცხვინოდ იტყუებიან.  

„სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ტყუილებს იძახიან. რას ნიშნავს? პროკურორი ხარ, ფულს გიხდით, რომ სიმართლე დადგინდეს შენი ხელით და ტყუილებს იძახი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, საქმეში მწირი ინფორმაციაა სწორედ იმიტომ, რომ გამოძიებამ დროულად არ დაკითხა თვითმხილველები, არ მოიპოვა მტკიცებულებები, არ მოუძებნია მკვლელობის იარაღები და ა.შ. 

დღის ამბები