18 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
აბიტურიენტების პროტესტს, გამოცდების განრიგში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, "გამოცდების ეროვნულ ცენტრში" პასუხობენ

ეროვნული გამოცდების განრიგში შეტანილ ცვლილებებს აბიტურიენტები აპროტესტებენ. რეკორდული სიცხის და გაგრილების სისტემის არარსებობის გამო, ეროვნული გამოცდების ცენტრმა წინასწარ გაწერილი ცხრილი გამოცდების დაწყებამდე სამი დღით ადრე შეცვალა.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ ცვლილებამ შესაძლოა, დაბნეულობა გამოიწვიოს და გამოცდების ჩაბარება ვეღარ შეძლონ.

თუმცა, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების პროტესტს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ გამოცდების ცხრილში შეტანილი ცვლილებების შესახებ აბიტურიენტებს უკვე აცნობეს.

„მოსალოდნელი მაღალი სიცხის გამო, ჩვენ არ გვქონდა უფლება, რაიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო, ეს იყო ერთადერთი მიზეზი და აქედან გამომდინარე, ამ კვირაში შეიცვალა ორი გამოცდის განრიგი. ყველა არსებული საშუალებით მივაწვდით აბიტურიენტებს ინფორმაციას, არა მხოლოდ ტელევიზიით, ჩვენს ვებგვერდზეა ინფორმაცია განთავსებული, ჩვენს Facebook გვერდზეა განთავსებული ინფორმაცია. რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ მათგანს, თითოეულ აბიტურიენტს, 40 ათასამდე აბიტურიენტს ვუგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. გადატანილია გამოცდა და ბუნებრივია, წინა დღეს და წინა დღეებში არა. ასე რომ, ეს საშიშროება, ბუნებრივია, მე მგონია, რომ ნაკლებად არის,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დღის ამბები