მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში -მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ხალხით სავსე გაფრენის დარბაზში შეიტანეს, P.S.-ის წყაროს ინფორმაციით იპრიტია. მას ისლამური სახელმწიფო სირიაში იყენებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი 47 წლის დიმიტრი ბიკოვმა შეიტანა. ის რუსეთის მოქალაქეა და ამჟამად პეტერბურგში ცხოვრობს. დიმიტრი ბიკოვის პირად ნივთებში ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებს საეჭვო არაფერი უპოვიათ. როგორც ჩანს არც აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს მოეჩვენა საეჭვოდ ბიკოვი.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ბიკოვმა სიცოცხლისთვის საშიში სითხე რუსული ავიახაზების - "აეროფლოტის" გაყიდვების ოფისის კედელზე მიასხეს. დარბაზში მყოფები ამბობენ იმასაც, რომ ტერიტორიაზე მძიმე სუნი დადგა და ადგილი, სადაც ძლიერი ქიმიური ნაერთი დაიღვარა, მცირე ხნით ჰაერში კვამლი წარმოიქმნა.
თავად ბიკოვი ბრალდებას უარყოფს. საქმის მასალების მიხედვით კი ქიმიური იარაღით დიმიტრი ბიკოვი თბილისის საერთაშორისო რუსული ავიახაზების გაყიდვების მენეჯერის სახელად აქსანას მოწამვლას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა. მათი სიმპტომები ემთხვევა მასობრივი განადგურების იარაღით ინტოქსიკაციის ჩვენებებს - ფილტვის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, კანის დაწყლულება.