08 დეკემბერი 2024,   09:41
ვრცლად
მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა - საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით მარგველაშვილი ერთ კვირიან ვადას ითხოვს 

საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიან ვადას ითხოვს. ბიძინა ივანიშვილის ორი ყოფილი თანაგუნდელი, დავით უსუფაშვილის და გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კონსულტაციებს იწყებენ.

პირველი მოლაპარაკება პრეზიდენტის სასახლეში გუშინ  შედგა. 

შეხვედრის შესახებ „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის მზად არის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. თუმცა უსუფაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილი მასთან ერთად პოლიტიკურ აქტივობაში ჩაებმება, არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურა გადაიხედოს.

„ამ საუბრის შემდეგ მე ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ისეთი გუნდის შემოყვანას, რომელიც სჭირდება საქართველოს. თუმცა, გიორგის სჭირდება კიდევ გარკვეული დრო. ის არის აქტიური განსჯის ფაზაში. მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ გიორგი იქნება ამ პროცესში ჩართული, მზად ვარ განვიხილო სხვა ვარიანტებიც კანდიდატურის თუ როლების, თუ იქნება გიორგი, ეს იქნება გაცილებით უკეთესი პროექტი, თუ გიორგი რაიმე მიზეზის გამო გადაწყვეტს, რომ ვერ და არ მონაწილეობს ამ პროცესში, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა საჯაროდ რამდენიმე დღის წინ შესთავაზა და უსუფაშვილს არ დაუმალავს შეხვედრის მიზანი. ის ამბობს, რომ 2018 წლის არჩევნების წინ სურს ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები გამოკვეთოს.

დღის ამბები