21 დეკემბერი 2024,   16:58
ვრცლად
„ივანიშვილი ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა, იდეა მოიყვანონ, დამოუკიდებელი ადამიანი, ამას ემსახურება - დავით ბაქრაძე

„ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ, თითქოსდა, გარეშე, დამოუკიდებელი ადამიანი,“- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბაქრაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

„რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუ მის ზურგს უკან დგას „ქართული ოცნება.“ რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობა თუ სინამდვილეში ზურგს გიმაგრებს პარტია და კამპანიას გატარებ ამ პარტიის მხარდაჭერით. ამიტომ დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი არ არის. საუბარია, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს მისი სახელით, მისი ნომრით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება, ამიტომ მოიფიქრეს ეს მიდგომა, თითქოს, საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები