21 დეკემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ივანიშვილი თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას გაურიგდება - ბურჯანაძე ივანიშვილის განცხადებაზე საუბრობს

„ლაპარაკობდა ელემენტარულად ბიზნესმენი. ის საუბრობდა, რომ ამას იყიდის, იმას გაყიდის, ამის ფულს გადაიხდის, იმას დათმობს, ვიღაცას რაღაცას დაუთმობს,“- ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომელიც მან „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა.

„ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ამ დრომდე არდასახელება ბურჯანაძემ სამარცხვინო მოვლენად შეაფასა.

„ასეთი სამარცხვინო მოვლენა რომელიმე ქვეყანაში მე არ ვიცი საერთოდ არსებობდა თუ არა, როდესაც მმართველ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში ექვსი წელია, არის, არ ჰყავს რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი და ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თუ კანდიდატი არ იქნება, მაშინ წაიღოს ოპოზიციამ საპრეზიდენტო თანამდებობა, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკრეტულად გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას და ამას გააფორმებს როგორც დემოკრატიის გამარჯვებად. არ გამოგივათ, ბატონო ბიძინა!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი საერთოდ არ დაასახელოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები