04 დეკემბერი 2021,   21:25
ვრცლად
მასთან ელჩები რომ იყვნენ, უთხრეს, რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, პრაქტიკულად დააშანტაჟეს - სააკაშვილი ივანიშვილზე საუბრობს

„ამას წინათ, რომ იყვნენ მასთან ელჩები, დასავლეთის ქვეყნების, მათ უთხრეს, რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, პრაქტიკულად დააშანტაჟეს და დაემუქრნენ,“ - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე საუბრისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძე არ გავიდეს.

„ჩემი აზრით, ჩვეულებრივი იაფფასიანი რუსული მანევრია. ან, ის ემზადება იმისთვის, რომ ატყდეს შიგ დიდი ამბავი, ვითომდა ხალხი მივიდეს, თავისი ოცნების შაიკა ბანდა და სთხოვოს, რომ გადაგვარჩინე, არქიფო შენ თუ გვიხსნი და აუცილებლად უნდა დადგე და ხალხის თხოვნას დაემორჩილოს და თვითონ დააყენოს თავის საპრეზიდენტო კანდიდატურა, ეს ერთი, ან მეორე ისტორიაა, რომ თუ ამას არ გააკეთებს, მხოლოდ ერთი რამის გამო - ამას წინათ, რომ იყვნენ მასთან ელჩები, დასავლეთის ქვეყნების, მათ უთხრეს რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, პრაქტიკულად დააშანტაჟეს და დაემუქრნენ. ამიტომ, შეიძლება დასავლეთის ზეწოლით, მან შემოაგდოს ვიღაც კანდიდატი, ან ერთი ან ორი, რომელიც ვითომ მისი არაა, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მისი იქნება. მისი მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ არც ერთ შემთხვევაში, „ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი ვაშაძე, არ გავიდეს. სწორედ იმის გამო, რომ ეს ამაზე იმუშავებს, ვაშაძე იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. არა მხოლოდ ამის გამო, იმის გამო, რომ ხალხს სჭირდება იმედი, ხალხს გაუჩნდა იმედი, ხალხს სჭირდება მომავლის პერსპექტივა, საქართველოს აქვს ძალიან დიდი მომავალი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები