20 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
ხანძარი ბუხაიძის ქუჩაზე - მეზობელ სახლებზე ცეცხლის გადადების საფრთხე აღარ არსებობს

ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად  200 კვ. მ. ფართობი დაიწვა. 

მჭიდრო დასახლების გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა  ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. 

ადგილზე მუშაობს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრეები. მიმდინარეობს ხანძრის სრულად ლიკვიდაცია. ამ დროისთვის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა

დაზარალებულები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა შესაძლებელი იყო გაცილებით ადრე, თუმცა ქუჩაზე სასმელი წყალი გადაკეტილი იყო, რის გამოც სახანძროს სამსახურის ადგილზე მისვლამდე ადგილობრივებმა ცეცხლის მცირე კერის ჩაქრობა ვერ შეძლეს და ხანძარი ორ სართულიან სახლს მოედო. 

"არ ვიყავით სახლში. ბავშვმა დამირეკა სამსახურში იყო. დედა სასწრაფოდ მიდი სახლი დაიწვაო. აღარაფერი აღარ არის. ყველაფერი დაიწვა,"-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული. 

პირველადი ინფორმაციით ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა. 

საცხოვრებელი სახლის გარეშე 5 ოჯახი დარჩა. მათ გამგეობა ქირით გადაიყვანს. 

დღის ამბები