17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ცხედარი იპოვეს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 60 წლამდე ქალის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია, ვარაუდობენ რომ ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ცხედარი მტკვარში გამვლელმა შენიშნა, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ და ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში რამდნიმე წუთში გადაასვენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები