08 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"იყო ასეთი შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები დათმეთ ტელევიზია" - ტვ "იბერიის" დამფუძნებელი ზეწოლაზე საუბრობს 

ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საერთაშორისო სასამართლოში ჩივილსაც გეგმავენ. როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელები განმარტავენ, ხელისუფლება "ომეგა" ჯგუფში შემავალ კომპანიებს ებრძვის, ამ პროცესის საბოლოო მიზანი კი თავისუფალი მედიის შეზღუდვაა.

„ომეგა“ ჯგუფი ორი წელიწადია დგას ფინანსური პრობლემების წინაშე, თუმც ეს ფინანსური პრობლემებიც შექმნილია ხელოვნურად. ეს ცხადია სხვა საკითხია, მაგრამ სწორედ ამ ბოლო დროს იყო ასეთი შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები დათმეთ ტელევიზია.

გასაგებია, რომ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ყველაზე მეტად ახლა უკვე ეს საკითხი (ვინ ცდილობს ტელეკომპანიის პარალიზებას) აინტერესებთ, ამას ვიტყვით, მაგრამ ვიტყვით მხოლოდ სასამართლოში და თანაც არა ქართულ სასამართლოში, უცხოეთის სასამართლოში ვიტყვით.

მიზეზი, პირდაპირ ცხადია არა, მაგრამ მინიშნებით იყო ნათქვამი ის, რომ იბერია რუსთავი2-ზე უარესია“-ამბობს ტელეკომპანია ”იბერიის” დამფუძნებელი, პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე.

ტელეკომპანია ”იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი ამბობს, რომ მათ აქვთ ეჭვი და ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიის პარალიზება სურთ.

„მიგვაჩნია, რომე ს ხდება იმის გამო რომ ამ ტელეკომპანიიდან ისმის კრიტიკული აზრი არ კონტროლდება ხელისუფლებისგან და საფუძვლიანად გვაქვს ეჭვი, გვაქვს ინფორმაცია,რომ ხელისუფლებას სურს ტელეკომპანიის  პარალიზება“-ამბობს ხუზმიაშვილი.

ავტორი : ნინო გაზდელიანი

დღის ამბები