08 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
„იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - ტელეკომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ

ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. არხის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. საგანგებო განცხადება „იბერიას“ დამფინანსებელმა „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა გააკეთა. ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლებიდან ტელევიზიასთან მებრძოლ ჯგუფებს „ბანდა“ უწოდა.

მედიაზე ზეწოლაში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მმართველ გუნდს ადანაშაულებს. ზაზა ოქუაშვილი კომპანიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს. დამფუძნებლების მტკიცებით, ამ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ხელისუფლებამ მათ ტელეკომპანიის დათმობა მოსთხოვა.

თუ „ომეგა ჯგუფი“ საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა არხის დახურვის რეალურ საშიშროებას ხედავს. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის დახურვა საპრეზიდენტო არჩევნების წინ უნდა.

"იბერიას" ბრალდებებს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა. მინისტრი ამტკიცებს, რომ ტელევიზიის დამფინანსებელ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ შპს „ოჯთ-ის“ სახელწმიფო ბიუჯეტის 51 მილიონიანი საგადასახადო დავალიანება აქვს, საგადასახადო დავა სამინისტროსა და კომპანიას შორის კი ტელევიზიას არ უკავშირდება.  დავალიანების დაგროვებაში „ომეგა ჯგუფი“ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

სამოქალაქო საზოგადოება ტელეკომპანიისათვის შექმნილ ფინანსურ პრობლემებს მორიგი მცდელობად აფასებს, რომ კიდევ ერთ კრიტიკულ მედიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები