19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
გავლენიანი უკრაინელი ჟურნალისტი უკრაინელ მაღალჩინოსნებს საქართველოში ჩასვლას და სააკაშვილის მიერ გაკეთებული საქმის შედეგების ნახვას ურჩევს

გავლენიანი უკრაინელი ჟურნალისტი უკრაინელ მაღალჩინოსნებს ურჩევს, საქართველოში ჩავიდნენ და მიხელ სააკაშვილის მიერ გაკეთებული საქმის შედეგები საკუთარი თვალით ნახონ.

განცხადება დიმიტრი გორდონმა ტელეკომპანია 112-ის ეთერში გააკეთა.

ჟურნალისტი ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული სტუმრად, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ რეფორმებს მიეძღვნა.

დიმიტრი გორდონმა პარალელი გაავლო საქართველოსთან და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

„ჩვენი მაღალჩინოსნები უნდა შეკრიბო, წაიყვანო თბილისსა და ბათუმში და აჩვენო, როგორ ცხოვრობს ხალხი. ბათუმი და თბილისი კოსმოსია. აქ, ჩვენთან სააკაშვილს ლანძღავენ, ამბობენ, რომ არაეფექტური მმართველია, მაგრამ ამის თქმას, ჯერ ის გააკეთონ, რაც სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილი საქართველოში აღარ არის, მაგრამ მისი საქმე დღემდე ცოცხლობს, რადგან ქართველები მიხვდნენ, რომ კანონის დაცვით ცხოვრება უკეთესია. ვისაც არ უნდოდა ამის გაცნობიერება, ისინი აიძულეს, რომ გაეგოთ. ჩადით ბათუმში და ნახეთ ფეშენებელური სასტუმროები, ცათამბჯენები.  ეს ნამდვილი ფანტასტიკაა,“ - განაცხადა გორდონმა. 

დღის ამბები