19 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასასწრებლად კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია მივიდა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასასწრებლად კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია მივიდა.

შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ერთვება. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარ კანდიდატურას შეთავაზებს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდასაჭერად.

გიორგი შენგელაიას თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, თუმცა, მან მალევე დატოვა შენობა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე შეჯერდებიან, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი მმართველმა გუნდმა.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შერჩეულ კანდიდატს მმართველი გუნდი ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.

დღის ამბები