08 დეკემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ იმიტომ რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება ეს არასწორად მიმაჩნია“ - მმართველი გუნდი "იბერიას" ხელმძღვანელობას შანტაჟში ადანაშაულებს

ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ „ომეგა“ ჯგუფი სახელმწიფოს ტელეკომპანიის გამოყენებით აშანტაჟებს.

„მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების, როგორც ღირებულებების ზურგს უკან. რაც არ მგონია სწორი იყოს, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად იცავს მედიის თავისუფლებას.

რაც შეეხება დავალიანებას, ჩვენ ასევე საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც არ უნდა იყოს, ფლობს ის მედია საშუალებას თუ არ ფლობს, თუ მას აქვს დავალიანება მან ეს უნდა გადაიხადოს.

51 მილიონი ცოტა თანხა ნამდვილად არ არის, ის აუცილებლად უნდა  მოხმარდეს ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის ეს იქნება პენსია, თავდაცვა, პოლიცია თუ ასე შემდეგ, ისე რომ ცალმხრივად დავტოვოთ საკითხი და 51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ  იმიტომ რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება ეს არასწორად მიმაჩნია“-ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ არცერთი კომპანია არ გათავისუფლდება დავალიანებისგან. მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, არ შეიძლება მედია და მედიის თავისუფლება გამოყენებული იქნას ბიზნესის ფარად.

„ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, არსებობს ძალიან ბევრი გზა იმის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს ამ კითხვის ნიშანს პასუხი უნდა გაეცეს და მეორე, ყველა ვალდებულია,რომ შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს,"-ამბობს დავით მათიკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები