19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
„30 ვერცხლი ღალატისთვის“ - სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა

მოქალაქეების პროტესტი სალომე ზურაბიშვილს - სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ, ახალი კამპანია წამოიწყეს და ანგარიშზე სიმბოლურად 30 თეთრს ურიცხავენ.

სამოქალაქო აქტივისტები 30 თეთრში 30 ვერცხლს გულისხმობენ და ფიქრობენ, რომ იუდას მსგავსად სალომე ზურაბიშვილმაც სამშობლო გაყიდა. მოქალაქეები თანხას სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო ანგარიშზე ურიცხავენ, დანიშნულებაში კი უთითებენ - „ნუ ყიდი საქართველოს,“ „30 ვერცხლი ღალატისთვის.“

პროტესტის პარალელურად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი უკვე თვეზე მეტია, წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს.

დღეს გაირკვა, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ორი მსხვილი დამფინანსებელი ჰყავს, ერთ თავად ზურაბიშვილი, მეორე კი „კოკა-კოლას“ დირექტორი.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 ათასი ლარი შესწირა, „კოკა-კოლას“ დირექტორმა, ვახტანგ ლაღიძემ კი 50 ათასი ლარი.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი, თემურ ჭყონია მისივე პარტნიორის განცხადებას გაემიჯნა და თქვა, რომ ვახტანგ ლაღიძე კომპანია "კოკა-კოლას" პოზიციას არ გამოხატავს და კომპანია არ დააფინანსებს სალომე ზურაბიშვილს.

სალომე ზურაბიშვილმა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ კანდიდატურას არ მოხსნის.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი პეტიციაა, რომლის მიხედვითაც, აქტივისტები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ.

მიზეზი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ აგვისტოს ომი დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებია, სადაც ის საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები