დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცრებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი ყველა აცრა მაღალი ხარისხის და უსაფრთხოა და ყველა მოქალაქეს უფასოდ შეუძლია ვაქცინის გამოყენება.
„აბსოლუტური უმრავლესობა ამ ვაქცინებში, არის ის ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში, ანუ ხარისხთან დაკავშირებით რაღაც ინსინუაცია აბსოლუტურად მიუღებელია.“-განაცხადა პაატა იმნაძემ.