19 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
გამოკითხულთა 43% „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებიდან იღებს ინფორმაციას - Edison Research

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 43% „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებიდან იღებს ინფორმაციას.

კითხვაზე, რომელი არხის პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებიდან იღებთ ინფორმაციას, პასუხები დეტალურად ასე გადანაწილდა:

„რუსთავი 2“ - 43%

„იმედი“ - 30%

“TV პირველი” - 2%

“ობიექტივი” - 2%

საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2%

სხვა არხები 20%.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

დღის ამბები