24 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
"ეს კვლევა ადასტურებს რამდენად არაპოპულარულია ზურაბიშვილი" - დავით ბაქრაძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

„მთავარი რასაც ეს კვლევა ადასტურებს არის ის თუ რამდენად არაპოპულარულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი,“- ასე ეხმაურება Edison Research-ის  სოციალური გამოკითხვის შედეგებს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს „ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დასამარცხებლად.

„დღეს ჩვენი, ოპოზიციის ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ  საქმე. გამარჯვება არის  ძალიან რეალური, ცვლილებები არის ძალიან რეალური ამიტომ ოპოზიციის ამოცანა არის  ვიმუშაოთ კოორდინირებულად, არ მოვახდინოთ ერთმანეთზე თავდასხმები და მთლიანად ვფოკუსირდეთ ქალბატონ ზურაბიშვილზე. არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“, რომ ადმინისტრაციული  რესურსის გამოყენებით გაიყვანოს მეორე ტურში კანდიდატი,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას დღეს რომ არჩევნები იყოს პასუხები ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს  გრიგოლ ვაშაძე ხმათა 22% აქვს, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს კი 18%.

დამოუკიდებელ, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი უჭერს მხარს.  „ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნათალაშვილს  კი 8%  აქვს.

დღის ამბები