თბილისობის დღესასწაულს მიეძღვნა ტრადიციული მედიატურნირი ბოულინგში, რომელშიც 14 სხვადასხვა მედიაორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის იყო "რუსთავი 2"-ის გუნდიც, რომელიც ტურნირზე ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა.
ტურნირის გამარჯვებული კი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გუნდი გახდა. წელს ტურნირში უკრაინელი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.