01 აპრილი 2025,   05:33
ვრცლად
Edison Research-ის კვლევა არის პარტიული - გიორგი ვოლსკი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი Edison Research-ის ბოლო კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

      გიორგი ვოლსკის თქმით, Edison Research ენმ-ის დაკვეთით მოქმედებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტია ცდილობს საზოგადოებაში ისე აჩვენოს წინასაარჩევნო გარემო, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულად წარმოაჩინოს.

      „Edison Research-ის კვლევა არის პარტიული კვლევა, რომელსაც აქვეყნებს „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ თუკი რაიმე მოხდა ისეთი ვთქვათ და რეალური შედეგი თუკი დაიდო, ეს იქნება Edison Research-ის მონაცემების გაყალბება და Edison Research პირდაპირ არის ენმ-ის შეკვეთით მოქმედი ორგანიზაცია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

      Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება - გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბერის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.

      საგულისხმოა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, თუკი წინა კვლევაში მას 20%-იან მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა ციფრი 16%-ზეა ჩამოსული.

      შემცირებულია დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვიც - 22-დან 16 % -მდე.

      დღის ამბები
      მეტი