„როდესაც ასეთი ბრალდებები ისმის, დეტალური და სწრაფი გამოძება უნდა ჩატარდეს,“- ასე უპასუხა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
კენტმა თბილისში ვიზიტის შეჯამებისას ბიზნესის შესაძლო რეკეტის სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს იმ საქმეზე, რომელიც ძიების პროცესშია, თუმცა აღნიშნა, რომ მასზე დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„მე არ ვარ ქართველი და კომენტარს ვერ გავაკეთებ ძიების პროცესში მყოფ საქმეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთი ბრალდებები ისმის, დეტალური და სწრაფი გამოძიება ჩატარდეს,“- განაცხადა ჯორჯ კენტმა.