მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საინფორმაციო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და როზარია პულისმა, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.
საპრეზიდენტო კანდიდატმა როზარია პულისს საკუთარი ხედვები გააცნო, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში ალიანსის საქმიანობა და საინფორმაციო კამპანია.
შეხვედრაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.
„იყო როგორც ინტერესი ნატოს ოფისის, აქაურ ოფისის ხელმძღვანელის, საინფორმაციო ოფისის ხელმძღვანელის ინტერესი ჩემი ხედვების შესახებ, როგორი პრეზიდენტი ვიქნებოდი ამ ახალ კონსტიტუციის ფარგლებში და ამ ახალ კონსტიტუციის დადგენილი უფლებებით და ჩემი მხრიდან იყო ინტერესი. როცა ვიქნები პრეზიდენტი, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ის საინფორმაციო კამპანია, გავრცელება, ნატოსი ქმედებები საქართველოში და საქართველოს წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულ იქნა სწორად ნატოსთან თანამშრომლობით და ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(ციტატა რედაქტირების გარეშე)