კახეთის მოსახლეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.
სოფელ მირზაანში ყვებიან, რომ კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
სოფელ ხორნაბუჯის მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათ უმრავლესობის წარმომადგენლები სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან.
„ქალბატონი არის ამ სოფლიდან ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ყველა ის პრობლემა მოაქვს ჩვენამდე, რაც რეალურად სოფელში ტრიალებს. ეს ადამიანი ესეთი პრობლემებით როდესაც გამოდის და აფიქსირებს, ეს ტელევიზია არის თუ საკრებულო , ეს არ მოსწონთ ამათ და პირდაპირ უფიქსირებენ, რომ ვერ მიიღებთ ვერანაირ სოციალურ დახმარებას,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბაბაკიშვილმა.