19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
კარლ ჰარცელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. კარლ ჰარცელს 20-მდე ბიზნესმენი შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავარი თემა ევროპული ბაზრის შესწავლა, გრძელვადიანი ვიზები და უცხოეთში არსებული საწარმოების საქართველოში გადმოტანა იყო.

„დავესწარი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩემთვის, ევროკავშირის დელეგაციისთვის, რომ განვსაზღვროთ თუ რაში მდგომარეობს პრობლემები, თუ რა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტები საქართველოში ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავდით, იყო ის თუ როგორ წავიდეთ წინ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების სრული გამოყენებისთვის,“- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები