არა სალომე ზურაბიშვილს! - ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანდებიან და საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში სამშობლოსა და მშვიდობის სადარაჯოზე იდგნენ, მიუღებელი აღმოჩნდა ზურაბიშვილის გამონათქვამები, სადაც ის საკუთარ ქვეყანას 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
საქართველოს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ერთიანი საქართველო" აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გმობს და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას მას არ აძლევს.
„მოგესალმებით, ჩვენ გახლავართ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ერთიანი საქართველო“. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ ჩვენ არ მივცეთ ხმა სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ არ ვიყიდებით,“ - განაცხადა საქართველოს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ.