19 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

„ჩვენ ვნახეთ, ნამდვილი, რეალური სახე ქურდული ოცნების და მისი ალკაპონესი. აი, რა ვნახეთ ჩვენ 28 ოქტომბერს - დაშინება, მასშტაბური მუქარები, კრიმინალების და ნარკომანების მორეკვა, რომ უბნების წინ მდგარიყვნენ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არჩევნების ფარულობის დარღვევა, მოქალაქეების პირადი მონაცემების უკანონო გამოყენება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს. 

„ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს... გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით. მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონებული იქნეს ხალხის ხმა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები