07 დეკემბერი 2024,   19:45
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და დუმილი საქართველოს ხელისუფლების და საპატრიარქოს მხრიდან

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას საპატრიარქო ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად დუმილით ხვდება. აღიარებს თუ არა საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ამ საკითხზე შექმნილი მოლოდინის გარდა, უხერხული ვითარება დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარებმაც შექმნა. ირკვევა, რომ ქართული მხარე უკრაინისა და მთლიანად რეგიონისთვის ისტორიულ გადაწყვეტილების შესაფასებლად სინოდის გადაწყვეტილებას დაელოდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქთან კონსულტაცია დააანონსა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რატომ ამბობს უარს საქართველოს ხელისუფლება უკრაინისთვის პრინციპულ მომენტში თანადგომის გამოცხადებაზე. პასუხისმგებლობა სრულად საპატრიარქოს დააკისრა ქვეყნის პრემიერმაც.

ოპოზციის ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის პრემიერი და პოლიტიკური ელიტა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ რელიგიურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს. უკრაინასა და მთელს რეგიონში რუსეთის დასუსტებაზე მკვეთრი პოზიციის გამოხატვის გადადებას ოპოზიცია პოლიტიკურად მიუღებელ სვლად მიიჩნევს.

ხელისუფლების შემდეგ დუმილის დარღვევას არც საპატრიარქო ჩქარობს. გადაწყვეტილებას მხოლოდ გაზაფხულზე, სინოდის სხდომაზე მიიღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები