19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
ფული უნდა ჩაიდოს სოციალური სააგენტოს რეფორმაში - მესამე სექტორში აუდიტის დასკვნას ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურებიან.

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების კუთხით ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, საქართველოში ოჯახური ძალადობისგან პრევენციის მექანიზმი, თითქმის, არ არსებობს. ამის მიზეზი კი სოციალური მუშაკების რეკორდულად მცირე რაოდენობაა, რაც მსოფლიო პრაქტიკით მიღებულ ნორმებს, თითქმის, ასჯერ ჩამოუვარდება. 

არსებული პრობლემის აღმოფხვრის გზებზე საუბრისას კავშირ საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია, ამბობს, რომ სოციალური სააგენტოს რეფორმა უნდა განხორციელდეს და ფინანსების მობილიზება უნდა მოხდეს.

ბაია პატარაია-ის სურათის შედეგი„აუცილებელია, დროულად მოხდეს სოციალური მუშაკის ჩარევა ოჯახში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ოჯახში, ქალების გარდა, ყველა ბავშვი არის დაუცველი, სადაც, თუნდაც, მხოლოდ ქალზე ძალადობენ, იქ ბავშვი ავტომატურად არის მსხვერპლი და ასეთი ბავშვი ძალიან დიდი შანსია, თვითონაც ან მსხვერპლი გამოვიდეს ან მოძალადე და ამ მოჯადოებული წრიდან რომ გამოვიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, ფული უნდა ჩაიდოს სოციალური სააგენტოს რეფორმაში - რაოდენობა უნდა გაიზარდოს, სერვისები უნდა გაიზარდოს, ხელფასები უნდა გაიზარდოს, მაგრამ  დანაშაული უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს,“ - აცხადებს ბაია პატარაია.

სოციალური მუშაკების რაოდენობის სიმცირეზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი.

ის ამბობს, რომ ძალადობის 60 პროცენტზე მეტი ხდება ღამით და სწორედ ამ დროს სოციალური მომსახურების აგენტს არ შეუძლია რეაგირება, რადგან ამ დროს არ მუშაობენ.

„როგორც ვარკვევთ, რისკების შეფასების ინსტრუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ დაუნერგავთ, რეალურად პოლიციელს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და მაშინ გაუგებარია, რას აფასებს და როგორ შეავსებს. ეს, რა თქმა უნდა, მსხვერპლისთვის არის საფრთხის შემცველი და მეორე, ძალიან შემაძრწუნებელი ჩემთვის არის ის, რომ ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ არასაკმარისი სოციალური მუშაკების გამო, დღეს ბავშვები არიან დაუცველი. ღამის საათებში სოციალური მუშაკები არ გვყავს, არ მუშაობენ მაშინ, როდესაც ძალადობის 60 პროცენტზე მეტი ხდება ღამით და თურმე, ერთადერთი, როგორც პოლიციელი და სოციალური მუშაკი მუშაობს, არის ტელეფონი და ტელეფონით სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ვერ დაეხმარები,“ - განაცხადა ანა არგანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები