26 დეკემბერი 2024,   20:20
ვრცლად
"მაია სტეფნაძე გათავისუფლებულია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე"-ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს ტვ იმედი ეხმაურება

ტელეკომპანია „იმედი“ მაია სტეფნაძის ბრალდებებს  მხოლოდ ზოგადი განმარტებებით პასუხობს. არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაია სტეფნაძე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს სამსახურიდან. სალომე ბაზერაშვილი სხვა კითხვებს არ პასუხობს.

„ქალბატონი მაია სტეფნაძე გათავისუფლებულია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამაზე მეტს ნამდვილად ვერ მოგცემთ კომენტარს. საფუძველი გათავისუფლების გახლავთ ურთიერთშეთანხმება,“-განაცხადა სალომე ბაზერაშვილმა.

მაია სტეფნაძის განცხადებით, სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით ის პარლამენტთან გამართულ აქციასაც შეუერთდა და იქაც გაიმეორა თავისი მოსაზრება. ამის შემდეგ კი სტეფნაძე ტელეკომპანია იმედის დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა და რომ ამის მიზეზი სწორედ ხელისუფლების კრიტიკა იყო.

მაია სტეფნაძის უფლებებს „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ დაიცავს. იმედის უკვე ყოფილი თანამშრომელი დავას სასამართლოში გააგრძელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები