26 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ცენზურა მედიაში - TV იმედიდან პროდიუსერი, ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს

ცენზურა მედიაში - ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტ მაია სტეფნაძეს სამსახურიდან საკუთარი კრიტიკული აზრის ხმამაღლა დაფიქსირების გამო ათავისუფლებს. „გია ჯაჯანიძის შოუს“ მთავარმა პროდიუსერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო გააკრიტიკა. რამდენიმე დღეში კი არხის ხელმძღვანელმა ის სამსახურიდან გაუშვა და როგოც სტეფნაძე ჰყვება მიზეზად სწორედ მისი პოლიტიკური შინაარსის პოსტები დაუსახელა.

ტელეკომპანია ”იმედის” უკვე ყოფილი პროდიუსერი ამბობს, რომ ხელმძღვანელობამ ხელისუფლების მიმართ მკაცრი და კრიტიკული ტონი არ აპატია. მაია სტეფანაძე ამბობს, რომ ასეთი მის კარიერაში ჯერ არ ყოფილა, როდესაც აზრის გამოხატვის გამო, სამსახური დაატოვებინეს.

„იმედის“ ყოფილი პროდიუსერი ტელეკომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. უკვე ცნობილია, რომ ამ დავაში მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დაიცავს“. ცენზურის შესახებ ყოფილი თანამშრომლის საჯარო ბრალდებებს „ტელეიმედმა“ დღეს უპასუხოდ ტოვებენ. არხის ადამიანური რესურსების სამსახურში მხოლოდ ის თქვეს, რომ მაია სტეფნაძემ პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

უფლებადამცველების და მედია ექსპერტების ნაწილმა „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება პოლიტიკურ დისკრიმინაციად უკვე შეაფასა. უფლებადამცველების ნაწილი დღეს პარალელს, ორი კვირის წინ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ ხმაურიან პროცესებთან ავლებდა, როდესაც არხის დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს.

„იმედის“ ყოფილი პროდიუსერის საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. მაია სტეფნაძეს ომბუდსმენი ხვალ შეხვდება.

 

ავტორი: თათია წოწონავა

დღის ამბები