19 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
გაიტაცეთ, მოისყიდეთ, დააშინეთ, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს - "კურიერმა" სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა

მოისყიდეთ, დააშინეთ და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს.. ზევიდან ყველაფერზე თანხმობაა“ - „კურიერს“ ანონიმურმა წყარომ ფარული ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა.

მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან".

ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად... ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.

„როგორ არ არის პრობლემა, გუშინ ვიყავი საკერძაიოში. საერთოდ აღებული აქვს მაგ ნაბ..არს, მაგის დედა ...

ვალერ კუკავასთან ვიყავი, ინტრიგანი ეს. გუშინწინ არ მომეწონა, შეხვედრა მქონდა იქ, ხალხი რომ ატარებდა.

ვენგერ აბსანძე, კიბოიანი კაცი გამოვიდა იქ და შენი პატივისცემით აქ ვარ, მაგრამ ამათ არაფერი ეშველებათო. მაია შენგელია და ვალერ კუკავა.

მოკლედ, მოსაკლავია. რას მეუბნება ეს კაცი-ვალერ კუკავა. ვუთხარი, რომ ლუკა და მამუკა ნათლია-მირონები არიან.

-ეს რა შუაშია?

-ნათლია - მირონები არიან. მე მეხება.

ჩემი მეზობელი არისო. როგორი მეზობელია ეს სირი. არაფერი არ მოწონს. არც ფაროსანა. არც წამალი,  ინტრიგანი მაგის დედა ვატ... არაფერი არ გაგვივიდა, მე და გოგა ვიყავით გუშინ.

ჯაბას მხარეს გვიჭირს მაგრად. ჯაბას წარმოება აქვს და დღეს უნდა ვნახო. მე ჩემებურად დავამუშავებ, შენ შენებურად დაამუშავე. ცხოვრება და მუშაობა არ უნდა?

ისევ სხვისი ნათქვამია, ხან იქით თამაშობს, ხან აქეთო. მაგრამ დღეს დილით მითხრა, არაო.

ტარიელთან, მერაბის ოჯახში გვიჭირს, მე ვფიქრობ. მამაჩემის დეიდაშვილებთან პრობლემა არ მაქვს. ეგენი რა გველურად მუშაობენ.

კოორდინატორები არ ჰყავთ. 5 თვეა, მუშაობენ.

დათომ მითხრა დამავალეო და 5 კაცის სია მომეციო. აბა შენი სიის ამბავი მე და დათომ ვიცით, თორე ირაც ჩაწერილია.

თათბირზე ვიყავი ახლა და თბილისიდან იყო წარმომადგენელი. კაროჩე ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა .... მოსყიდვა - მოისყიდეთო, გასატაცებელია - ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო.

გალელ მაყურებლებს უნდა შევხვდე დღეს, გამიგე? მაგიტომ გამოვედი. გუშინ ინფორმაცია მივიღე, საზღვარი იკეტება. 30 კაცი გადმოდის. რა ქვია იმას, ოთარ თორდია და გიზო. ესენი ამ კაცს დაუკავშირდნენ და გადმოდიან.

დაიკეტება და იქით ხალხს დავკარგავთ. მითხრეს, რომ 30 კაცი გარანტირებული იყო" - აღნიშნულია ჩანაწერში. 

 

 

დღის ამბები