27 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები დავით გარეჯიდან - ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს ბულდოზერებით გზას ჭრიან 

„კურიერის“ ექსკლუზიური კადრები დავით გარეჯიდან - ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იმ ტერიტორიასთან მისვლა შეძლო, სადაც აზერბაიჯანული მხარე გზის გასაყვან სამუშაოებს ატარებს.

ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც დილიდან შეუჩერებლად მუშაობს. მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გაჰყავთ გზა. ტექნიკა მთაზე მიწას ჭრის და შეუჩერებლად მუშაობს.

მომლოცველებს და ადგილობრივებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ქართველმა მესაზღვრეებმა „კურიერის“ ჯგუფსაც მალე დაატოვებინეს ტერიტორია და უთხრეს, რომ აკრძალვა დროებითია.

ბაქოში დღეს სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეებმა საზღვრის ამ დრომდე შეუთანხმებელ მონაკვეთზე უნდა იმსჯელონ. საუბარი შეეხება სწორედ დავით გარეჯის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამიჯნული. შეხვედრას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

დღის ამბები