19 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
პროპორციული სისტემა 0%-ანი ბარიერით - "ოცნების" კანონპროექტის პრეზენტაციას "ევროპული საქართველო" არ დაესწრება

"ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს და საყოველთაო განხილვებს აანონსებს.

როგორც "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, ისინი მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას, სადაც კანონპროექტის პრეზენტაცია იგეგმება, არ დაესწრებიან. თუმცა ირაკლი აბესაძის თქმით,  ისინი ჩაერთვებიან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, პარლამენტის განხილვებშიც, რადგან საზოგადოების ზეწოლით მიღწეული საარჩევნო სისტემის ცვლილება ბოლომდე იქნას მიყვანილი.

„დღეს "ქართული ოცნება" მართავს მხოლოდ პარტიულ პრეზენტაციას წარმოდგენილი წინადადების, რომელშიც მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს. თუმცა, ცალსახად მონაწილეობას მივიღებთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურაში, იმისათვის, რომ საზოგადოებისგან წამოსული ძლიერი წნეხის პირობებში "ქართული ოცნების" მხრიდან იძულებით გადადგმული ეს ნაბიჯი ბოლომდე იქნას მიყვანილი,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს გადაწყვეტილება და მიზეზად სხვადასხვა ფაქტორი დაასახელოს.

აბესაძე ამბობს, რომ მთავარია საზოგადოებამ მიღწეული შედეგი დაიცვას და ხელისუფლებას მათი მოტყუების უფლება არ მისცეს.

„იქნება ეს მაჟორიტარების მომიზეზება თუ სხვა მიზეზები ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" იძულებით მიიღო სწორედ მათი ძალიან ძლიერი პროტესტის ფონზე, ამიტომ რა თქმა უნდა თუკი საზოგადოება დარჩება ერთიანი ამ პოზიციაზე "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს არ მიეცემა საშუალება ამ ჯერზე მოტყუებული დატოვოს საზოგადოება“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები